იესოს ფარისევლები მიუახლოვდნენ და სასწაულის ჩვენება სთხოვეს. იესომ კი მიუგო: საღამოს ამბობთ ხვალ ცა მოწმენდილი იქნება რადგან დღეს ცა წითელიაო, დილით კი ავდარი იქნება ვინაიდან ცა მოქუფრულიაო.
მან მოწაფეებს უთხრა მორიდებოდნენ ფარისევლებსა და მათ საფუარსო. მოწაფეებს გაღმა გასვლისას პურის წაღება დაავიწყდათ და იფიქრეს ამიტომ გვეუბნებაო. იესო მიუხვდა ამ ფიქრებს და ჰკითხა: მცირედ მორწმუნენო,პურის წამოღება დაგავიწყდათ? ნუთუ არ გახსოვთ ხუთი პურით ხუთი ათასი კაცის პურობა და არც შვიდი პურით ოთხი ათასი კაცის პურობა, თანაც კიდევ რამდენი კალათი გაავსეთ.
ნუთუ ვერ ხვდებით რატომ დითხარით მორიდებოდით ფარისეველთა საფუარს. აი მაშინ კი მიხვდნენ მოწაფეები რომ არა ცომის საფუარს, არამედ ფარისეველთა და მწვალებელთა მოძღვრებას უნდა მორიდებოდნენ.
როდესაც ფილიპე კესარიის მხარეს მივიდა იესომ ჰკითხა თუ რას ამბობდა ხალხი ვინ იყო ღვთის ძე? ზოგს იოანე ნათლისმცემელი ჰგონიხარ, ზოგს ელია, ზოგსაც იერემია. იესომ ჰკითხა მათ: თქვენ ვინ გგონივართ? სიმონმა იგივე პეტრემ მიუგო: ,,შენა ხარ ქრისტე, ძე ცოცხალი ღმრთისა." იესომ უთხარა: ნეტარი ხარ შენ, იონას ძეო, რადგანაც ეს არა შენმა სისხლმა და ხორცმა, არამედ მამაჩემმა განგიცხადა. შენ ხარ კლდე, რომელზეც ავაშენებ მე ეკლესიას და ვერავითარი ჯოჯოხეთის ძალა ვერ სძლევს მას. მოგცემ სასუფევლის გასაღებს, რასაც ამ ქვეყნად შეკრავ ცაშიც შეკრული იქნება, ხოლო რასაც აქ დახსნი, იქაც დაიხსნება. შემდეგ მოწაფეებს უთხრა: არავისთვის ეთქვათ რომ იესო ქრისტე იყო.
იმ დღიდან გაუმხილა იესომ მოწაფეებს თუ რა ელოდა: იერუსალიმში წასვლა და მრავალი ტანჯვის მოთმენა უხუცესთაგან, მღვდელმთავართაგან, სიკვდილი და მესამე დღეს აღდგომა. პეტრემ კიცხვა დაიწყო: ,,შორს შენგან უფალო, ღმერთმა ნუ ქნას." იესო მიუბრუნდა და უთხრა: ,,შენ ღმერთისას კი არა კაცისას ფიქრობ, შორს ჩემგან სატანა." ვისაც სურვილი აქვს მე გამომყვეს და ატაროს თავის ჯვარი, ვინც ჩემთვის დაკარგავს სულს ის იპოვის მას.
რა უნდა მისცეს კაცს თავის სულის სანაცვლოდ? მოვა კაცის ძე და ყველას თავისი საქმის მიხედვით მიეგება, მოეზღვება. ზოგიერთი თქვენთაგანი არ იგემებს სიკვდილს, ვიდრე არ ნახავს კაცის ძეს.
No comments:
Post a Comment