მათეს სახარება (თავი 15)
იესოს იერუსალიმელმა მწიგნობრებმა და ფარისევლებმა ჰკითხეს, თუ რატომ არღვევდნენ მისი მოწაფეები ჩვეულებას და არ იბანდნენ ხელს ჭამამდე. იესომ კი მიუგო: თქვენ კი არღვევთ ღმერთის მცნებას რომელიც ამბობს: პატივი ეცი მამასა და დედას შენსას. სწორედ თქვენთვის იწინასწარმეტყველა ესაიამ: სიტყვით მადიდებენ ხოლო გულით შორს არიან ჩემგან. შემდეგ ხალხს უხმო და უთხრა: ყველაფერი პირიდან გამომავალი ბილწავს ადამიანს, ხოლო შემავალი არა. ყოველი ნერგი რომელიც ზეციერი მამის მიერ არ არის დარგული, ძირფესვიანად აღმოიფხვრება. პეტრემ სთხოვა განემარტა ეს იგავი. იესომ კი გაიკვირვა ნუთუ თქვენც ვერ ხვდებით? ყველაფერი რაც პირში შევა მუცელს გაივლის და გარეთ გამოვა. ხოლო, რაც პირიდან გამოდის, გულიდან გამოდის, ვინაიდან გულიდან გამოდის კაცისკვლა, მრუშობა, ცილისწამება... სწორედ ეს ბილწავს კაცს და არა ხელდაუბანლად ჭამა.
შემდეგ იესო ტიროსისა და სიდონის მხარეს წავიდა. ერთი წარმართი ქალი ყვირილით მისდევდა: შემიწყალე მე, რადგან ჩემი შვილი ეშმაკს ჰყავს შეპყრობილიო. თუმცა იესომ ყურადღება არ მიაქცია. მოწაფხოვეს იესოსო გაეშვა ეს ქალი, ამასობაში ის ქალი დაეწია და დახმარება,შეწყალება სთხოვა. იესომ თქვა რომ პურს თავის შვილებს ვერ წაართმევდა და ძაღლებს ვერ მისცემდა. ქალმა უთხრა განა ძაღლები არ ჭამენ ნამცეცებს, რომლების მათმა ბატონებმა დატოვეს?! იესომ უთხრა ქალს, რომ დიდი რწმენა ჰქონდა, დაე ისე იყოს როგორც გსურს და მისი შვილიც მაშინვე განიკურნა.
იესო წამოვიდა, გალილეის ზღვის პირას, მთაზე დაჯდა და მივიდა მათან უამრავი ხალხი. ზოგი კოჭლი, ზოგი ბრმა, ყრუ და იესომაც განკურნა ისინი. ხალხს უკვირდა და ადიდებდა იესოს ისრაელის ღმერთს.
იესომ მოწაფეებს უთხრა, რომ ხალხს სამი დღის განმავლობაში არაფერი ეჭამა და ეცოდებოდა ისინი, რადგან გზაში დაუძლურდებოდნენ, გაუჭირდებოდათ. მოწაფეებს მხოლოდ შვიდი პური და რამდენიმე თევზი ჰქონდათ. იესომ ხალხს მიწაზე დაჯდომა უბრძანა თვითონ კი პური და თევზი აიღო, მადლი შესწირა, და მოწაფეებს გადასცა, მოწაფეებმა კი ხალხს.
ნარჩენებით შვიდი კალათა გაავსეს, მჭამელი კი ქალებისა დაბავშვების გარდა ოთხი ათასი კაცი იყო. იესომ ხალხი გაისტუმრა თვითონ კი ნავით მაგდალას საზღვარს მიადგა.
No comments:
Post a Comment