ფერისცვალება
ექვსი დღის შემდეგ იესომ პეტრე, იოანე და იაკობი აიყვანა მაღალ მთაზე განმარტოებით და ფერი იცვალა მათ წინაშე: გაბრწყინდა მისი სახე მზესავით, ხოლო მისი სამოსი გასპეტაკდა როგორც ნათელი.
და აჰა, გამოეცხადნენ მათ მოსე და ელია იესოსთან მოსაუბრენი.
მაშინ თქვა პეტრემ: "უფალო, რა კარგია ჩვენთვის აქ ყოფნა. თუ გნებავს, გავაკეთებ აქ სამ კარავს: ერთი შენ, ერთი მოსეს და ერთიც ელიას." პეტრეს სიტყვა
ჯერ
დამთავრებული
არ
ჰკონდა,
რომ
ღრუბლებიდან
ხმა
გაისმა:
"ეს
არის
ჩემი
საყვარელი
ძე,
რომელიც
მოვიწონე
მე.
მას
უსმინეთ!"
ეს რომ გაიგეს მოწაფეებმა შეეშინდათ და პირქვე დაემხნენ. იესო მათ მიუახლოვდა და უთხრა: "წამოდექით და ნუ გეშინიათ!",
ხოლო
როდესაც
მოწაფეებმა
თვალები
გაახილეს,
ვეღარავინ
დაინახეს
იესოს
გარდა.
ხოლო, როდესაც ისინი მთიდან ჩამოდიოდნენ, უთხრა მათ უფალმა: "არავის არაფერი
მოუყვეთ,
ვიდრე
ძე
კაცისა
მკვდრეთით
არ
აღდგება."
დაინტერესებულმა მოწაფეებმა უფალს ჰკითხეს: "რატომ ამბობენ
მწიგნობრები,
რომ
პირველი
ელია
უნდა
მოვიდეს?"
ხოლო
უფალმა
უპასუხა:
"ელია
ნამდვილად
მოვა
და
ყოველივეს
მოაწესრიგებს.
თქვენ
გეუბნებით,
რომ
ელია
უკვე
მოვიდა,
მაგრამ
ვერ
იცნეს
იგი
და
ისე
მოექცნენ,
როგორც
უნდოდათ.
კაცის
ძესაც
ასე
მოელის
მათგან
ტანჯვა."
მაშინ მოწაფეები მიხვდნენ, რომ საუბარი იოანე ნათლისმცემელს ეხებოდა.
მთვარეულის განკურნება
იესო და მისი მოწაფეები ხალხთან დაბრუნდნენ. მივიდა უფალთან ერთი კაცი, მუხლი მოიდრიკა და უთხრა: "უფალო, შეიწყალე
ჩემი
ძე,
მთვარეულია
დაძლიერ
იტანჯება,
ვინაიდან
წარამარა
ცეცხლში
და
წარამარა
კიდევ
წყალში
ვარდება.
მივუყვანე
იგი
შენს
მოწაფეებს,
მაგრამ
მათ
ვერ
შეძლეს
მისი
განკურნება."
ხოლო იესომ მათ უთხრა: "ჰოი, ურწმუნო და უკუღმართო მოდგმავ! როდემდე ვიქნები თქვენთან? როდემდე მოგითმენთ თქვენ? აქ მომგვარეთ იგი!"
შერისხა იგი იესომ მოყვანისთანავე და ეშმაკი გამოვიდა ისგან. ყმაწვილი იმ საათშივე
განიკურნა.
მაშინ განარტოებით მიუახლოვდნენ უფალს მოწაფეები
და
უთხრეს:
"ჩვენ
რატომ
ვერ
შევძელით
მისი
განდევნა?"
ხოლო უფალმა მიუგო მათ: "თქვენი მცირე რწმენის გამო. ჭეშმრიტად გეუბნებით თქვენ: მდოგვის მარცვალისოდენა რწმენაც რომ გქონდეთ
და
უთხრათ
ამ
მთას:
აქედან
იქინთ
გადადიო,
იგი
გადავა,
და
არაფერი
იქნება
თქვენთვის
შეუძლებელი.
ეს
მოდგმა
კი
მხოლოდ
ლოცვითა
და
მარხვით
განიდევნება."
გალილეაში ყოფნისას უთხრა მათ იესომ: "კაცის ძე გადაცემული
იქნება
ადამიანთ
ხელში,
მოკლავენ
მას
და
მესამე
დღეს
აღდგება."
ისინი მეტისმეტად შეწუხდნენ.
სატაძრო ხარკისათვის
კაპერნაუმში მისვლისას მივიდნენ პეტრესთან დიდრაქმის ამკრებნი და უთხრეს: "თქვენი მოძღვარი
ხომ
არ
გადაიხდის
დიდრაქმას?"
მან უთხრა: კიო. როცა ის სახლში შევიდა, იესომ დაასწრო და უთხრა: "რას ფიქრობ, სიმონ, მიწიერი მეფენი ვისგან იღებენ ხარკს ან ბაჟს – თავიანთ ძეთაგან, თუ უცხოთაგან?"
როცა თქვა: "უცხოთგან", იესომ უთხრა
მას:
"აბა,
ძენი
თავისუფლები
ყოფილან.
მაგრამ,
რომ
არ
დავაბრკოლოთ
ისინი,
წადი
ზღვაზე,
ისროლე
ანკესი
და
პირველი
თევზი,
რომელიც
მოხვდეს,
ამოიყვანე,
გაუღე
პირი
და
შიგ
იპოვი
სტატირს.
წამოიგე
იგი
და
მიეცი
იგი
ჩემთვის
და
შენთვის!"
მოსე— ბიბლიის მიხედვით, ძვ. ებრაელთა სჯულმდებელი და წინასწარმეტყველი, განმათავისუფლებელი და ბელადი.უდიდესი
წინასწარმეტყველის
წოდება ისრაელის ძველ ისტორიაში მიმაგრებული აქვს მოსეს. იგი არა მარტო ებრაელი ერის დამფუძნებელი იყო როგორც
ნაციის,
არამედ
მისი
კანონმდებელი, მღვდელი და ღმერთთან შუამავალი.
თაბორის მთა-თაბორის მთაზე მდებარე ფერისცვალების მონასტერი დაახლოებით XIII – XIVსს-ში დემეტრე
თავდადებულს
აუგია. ვინაიდან
უფალმა
ფერი
თაბორის
მთაზე
იცვალა,
მონასტრის
სახელწოდებაც
ამ
მოვლენას
უკავშირდება. საუკუნეების
წინ
აშენებული
მონასტრის
ნაშთები
ახლაც
არის
შემორჩენილი
თაბორის
მთაზე.
სამონასტრო
კომპლექსის
აღდგენა
რამდენიმე
წლის
წინ
უწმიდესისა
და
უნეტარესის,
ილია
II –ის
ინიციატივით
მოხდა.
წინასწარმეტყველი ელია თეზბიტელი — ერთ-ერთი უდიდესი
წინასწარმეტყველი
- ლევიტელთა
ტომიდან
აღმოცენდა
ქრისტეს შობამდე ცხრაასზე
მეტი
წლის
წინ.
ნეტარის
ზედწოდება
- თეზბიტელი
მისი
მშობლიური
ქალაქის, თეზბას სახელიდან
მომდინარეობს.