Wednesday, May 21, 2014

                           ეგნატე ანტიოქიელი

             ცოტა რამ ეგნატე ანტიოქიელის შესახებ
  მიუხედავად იმისა რომ ეგნატე ანტიოქიელის შესახებ მცირე ინფორმაციაა ვეცადე საინტერესო კვლევა ჩემეტარებინა. ძირითადად კველევისთვის მის შესახებ სხვისი მოსაზრებები იყო საინტერესო.
პირველ რიგში აღსანიშნავია მისი მყარი რწმენა უფლის მიმართ რაც კარგად ჩანს ვემოთ მოხმობილ ბიოგრაფიაში. იგი ასევე ძალიან პრინციპული ადამიანი იყო, ტრაიანეს მცდელობის მიუხედავად იგი მაინც თავის აზრზს შეეწერა
 ცხოვრება და ბიოგრაფია

     მღვდელმოწამე ეგნატე ღმერთშემოსილი სირიაში დაიბადა. ნეტარი სწორედ ის ყრმა იყო, რომელიც მაცხოვარმა მოწაფეებს შორის დააყენა და თქვა: „უკუეთუ არა მოიქცეთ და იქმნნეთ, ვითარცა ყრმანი, ვერ შეხვიდეთ სასუფეველსა ცათასა“ (მთ. 18,3). მოგვიანებით ეგნატე წმინდა იოანე ღვთისმეტყველს დაემოწაფა და მოციქულთა კრების გადაწყვეტილებით, ანტიოქიის ეპისკოპოსად იქნა დადგენილი.ერთხელ წმინდა ეგნატე ზეცად იქნა აღტაცებული და საღვთო ჩვენებით იხილა ანგელოზთა ორი დასი, რომელიც მონაცვლეობით აქებდა ყოვლადწმიდა სამებას. ამის შემდეგ მან ანტიოქიის  ეკლესიაში შემოიღო ანტიფონური გალობა, რაც თანდათან სხვა ქრისტიანულ ეკლესიებშიც დამკვიდრდა.
    106 წელს იმპერატორმა ტრაიანემ (98-117) ბრძანა, სკვითებზე მოპოვებული გამარჯვების აღსანიშნავად მთელს ქვეყანაში წარმართული მსხვერპლშეწირვები გაემართათ, ქრისტიანები კი, რომლებიც კერპების თაყვანისცემაზე უარს განაცხადებდნენ, დაეხოცათ.ანტიოქიის ეკლესია დევნისა და რბევისაგან რომ დაეცვა, წმინდა მღვდელმთავარი თავად გამოცხადდა უსჯულო ხელისუფალთან. ტრაიანე ბევრს ეცადა, კერპებისთვის მსხვერპლის შეწირვაზე დაეყოლიებინა ნეტარი, მაგრამ ვერაფერს გახდა. მაშინ განრისხებულმა იმპერატორმა ბრძანა, წმიდა ეგნატე რომში ლომებისთვის მიეგდოთ დასაგლეჯად. მღვდელმთავარი სიხარულით შეხვდა განაჩენს.  გზაზე უამრავი დამცირება და ტანჯვა გადაიტანა წმინდა მღვდელმთავარმა. ქალაქ სმირნაში უფლის რჩეული შეხვდა თავის მეგობარს, ეპისკოპოს პოლიკარპე სმირნელს. ნუგეშინისსაცემად და მისადმი სიყვარულის გამოსახატავად აქ ჩავიდნენ ასიის სხვა ეკლესიების წარმომადგენლებიც. ეგნატე ღმერთშემოსილი ხედავდა, თუ როგორ თანაუგრძნობდნენ მას მართლმორწმუნეები და შიში შეეპარა, ვაითუ რომაელმა ქრისტიანებმა ჩემი გამოხსნა მოისურვონო. ამიტომ წმიდანმა მათ ეპისტოლით მიმართა, სადაც წერდა:

 „მეშინის მე სიყუარულისა თქუენისაგან, ნუუკუე ვიმძლავრო მისგან.ნებსით მოვკუდები მე ღმრთისათჳს, უკუეთუ ოდენ თქუენ არა დამაბრკოლოთ. ვინაჲცა გლოცავ თქუენ, ნუ მაჩუენებთ ურგებსა წყალობასა და მაცადეთ მე, რაჲთა ვიქმნე მჴეცთა შესაჭმელ, რომელთა მიერ მომენიჭების მე მიმთხვევაჲ ღმრთისაჲ.“

   20 დეკემბერს, წარმართულ დღესასწაულზე, ეგნატე ცირკის არენაზე გაიყვანეს. მან შემოკრებილ რომაელებს მიმართა: თქვენ იცით, რომ სიკვდილით ვისჯები არა ბოროტმოქმედებისათვის, არამედ ჩემი ერთი ღმერთის გამო, რომლის სიყვარულსაც მოვუცვივარ და რომლისკენაც ვისწრაფვი, „იფქლი ვარ მე ღმრთისაჲ და კბილთა მჴეცთაჲთა დავიფქვი, რაჲთა ვიქმნე მე პურ წმიდა ღმრთისა“.
  როცა წმინდანი ლომებმა დაფლითეს, მისი გული უვნებელი აღმოჩნდა. წარმართებმა გაჭრეს იგი და ნახეს, რომ მის შიდა მხარეებზე ოქროს ასოებით იყო ამოტვიფრული: „იესო ქრისტე“.

მეუფის საოცარი აღსასრულის შესახებ რომ შეიტყო, ტრაიანემ ქრისტიანთა დევნა შეწყვიტა. უფლის რჩეულის წმინდა ნაწილები ანტიოქიაში გადაასვენეს შემდეგ კი პატივით დააბრუნეს უკან.მისი  ხსენების დღე ძველი სტილით 20 დეკემბერის, ხოლო ახალი სტილით  2 იანვარის არის.(Wikipedia.com  „წმიდანთა ცხოვრება“, ტომი IV)

 მოსაზრებები ეგნატე ანტიოქიელის შესახებ
 მხცოვან ეპისკოპოს პოლიკარპე სმირნელისა და ეგნატე ანტიოქიელის მოწამეობა მრავალთათვის იყო სამაგალითო. თავის ეპისტოლეებში ეპისკოპოსი ეგნატე წერდა, რომ მოწამე კვდება, არა მხოლოდ როგორც მეომარი თავისი მეთაურისათვის: ის კვდება თავის უფალთან ერთად, ქრისტეს წამების თანაზიარი ხდება. ეს კი აძლევს მოწამეს იმ სასოებას, რომ ქრისტესთან ერთად მკვდრეთით აღდგება და მის სასუფეველში დამკვიდრდება. თუ მოწამეებიაღასრულებენ დაკლებულთა მათ ჭირთა ქრისტესთა”. (lib.ge)
    ჩემი აზრით ეგნატე ანტიოქიელი ძალიან განათლებული და ბრძენი პიროვნება იყო, რადგან მისი სიტყვები და მოსაზრებები ბევრ დიდ ადამიან აქვს მოყვანილი და დამოწმებული.
მას უფლის მყარი რწმენა გააჩნდა რაც კარაგდ ჩანს იმ დროს, როდესაც იმპერატორი ტრიანე ცდილობდა მის დარწმუნებას კერპებისთვის მსხვერპლის შეწირვაზე.
 სასიკვდილოდ მიმავალი წმინდა ეგნატე დაუდუმებლად, დაჯინებით იმეორებდა იესო ქრისტეს სახელს. როცა მას ჰკითხეს, რატომ აკეთებდა ამას, ნეტარმა უპასუხა, ამ სახელს გულით ვატარებ, და ვინც გულშია აღბეჭდილი, ბაგეებითაც მას ვაღიარებო.


ნაწყვეტი ეგნატე ანრიოქიელის ნაშრომიდან ,,ეპისტოლე რომაელთა მიმართ"
ეკლესიას, წყალობაქმნილს უზენაესი მამის სიდიადეში, მისი მხოლოდშობილი ძის იესუ ქრისტეს მიერ, შეყვარებულსა და განათლებულს მამისვე ნებით, ვისაც ესათნოება ყოველივე, რაც კი არსებობს იესუ ქრისტეს, ჩვენი ღვთის რწმენასა და სიყვარულში, - ეკლესიას, რომელიც მოთავეობს რომაელთა ქვეყნის სამკვიდრებელში, ღვთივღირსეულს, ღირსადმშვენიერს, ნეტარღირსეულს, ღირსადსაქებელს, ღირსადსასურველს, ღირსადწმიდასა და წინამძღვარს სიყვარულისას, ქრისტეს სჯულიერს, მამის მოსახელეს, რომელსაც მოგიკითხავ სახელითა ძისა მამისა, იესუ ქრისტესითა! თქვენ, რომლებიც ხორციელად და სულიერად შეუერთდით უფლის ყველა მცნებას, რომლებიც წრფელად აღივსეთ საღვთო მადლით და განიწმიდეთ ყოველი უცხო ფერისაგან, უსპეტაკესად იხარებდეთ იესუ ქრისტეს, ჩვენი ღვთის მიერ! (church.ge)






No comments:

Post a Comment