Tuesday, April 22, 2014

მათეს სახარება 20 თავი

                                                  მათეს სახარება (თავი 20)
      ცათა სასუფეველი ასევე გავს იმ ოჯახის პატრონს, რომელმაც დილაუთენია თავის ვენახში სამუშაოდ მუშები დაიქირავა და ერთ დინარზე შეუთანხმდა მათ. მერე სამ საათზე უქმად მდგომი მუშები დაინახა და ისინიც თავის ვენახში გაგზავნა. იგივე გააკეთა როდესაც ექვს და ცხრა საათზე გამოსულმა მოედანზე მუშები დაინახა. თერთმეთზეც გამოვიდა და მუშებს ჰკითხა თუ რატომ იდგნენ უსაქმურად. მათ კი მიუგეს რომ არავინ დაიქირავა სამუშაოდ. კაცმა მათაც თავის ვენახისკენ მიასწავლა და უთხრა რომ რაც ერგებოდათ იმას მისცემდა.


      საღამოს ვენახის პატრონმა მოურავს დაავალა მუშებისთვის ეხმო და თავიანთი საზღაური მისცა. თერთმეტზე დაქირავებულ მუშებსაც ისევე ერთი დინარი მისცა როგორც დილით დაქირავებულებს. მათ ეგონათ უფრო მეტი ერგებოდათ და პატრონს უსაყვედურეს. ,,ისინი მხოლოდ ერთ საათს მუშობდნენ ჩვენ კი მზესა და სიცხეში მოგვიწია მუშაობამო." პატრონმა კი მიუგო: ჩვენ ერთ დინარზე შევთანხმდით, მიიღე შენი წილი და წადი. ნუთუ არ მაქვს უფლება მათაც იგივე გადავუხადო რასაც თვენ გიხდითო.

       ასე იქნება პირველი უკანასკნელი, ხოლო უკანასკნელი პირველი, ვინაიდან მხოლოდ მცირედია რჩეული მრავალთაგან.
        როდესაც იესო იერუსალიმის მთაზე ადიოდა იხმო თავის თორმეტი მოწაფე და უთხრა: კაცის ძეს მწიგნობრები და მღვდელთმთავრები მიუსჯიან სიკვდილს. საგინებლად და ჯვარზე საცმელად მისცემენ წარმართთ, ხოლო მესამე დღეს აღდგება.

 მაშინ ზებედეს ძეთა დედა თავის ორ ვაჟთან ერთად მივა იესოსთან და სთხოვს, რომ სასუფეველში ერთი ვაჟი მის მარჯვნივ, ხოლო მეორე მარცხნივ დაჯდეს. იესომ ჰკითხა: ,,შესვავთ იმ სასმისს რომელსაცმე ვსვამ?" მათ უთხრეს, რომ შესვამდნენ. იესომ კი უთხრა: მე როდი განვაგებ ვინ დაჯდება ჩემს მარჯვნივ და მარცხნივ, ეს ჩემი მამის მიერაა გადაწყვეტილი. ამის მოსმენაზე ათი მოწაფე საშინლად განრისხდა ორ ძმაზე. იესომ უთხრა მათ: ვინც თქვენში პირველობას და უფროსობას მოინდომებს დაე ის იქცეს მონად და მსახურად თქვენსად. კაცის ძე იმისთის არ მოსულა, რომ სხვები იმსახუროს, არამედ სხვებს ემსახუროს მრავალგზის.
       როდესაც იერიხორიდან გამოვიდა ბევრი ხალხი მისდევდა მას. გზის პირას ორი ბრმა იჯდა და როდესაც გაიგეს რომ იესო მიდიოდა აყვირდნენ: ,,შეგვიწყალენ ჩვენ დავითის ძეო!" იესომ ჰკითხა რას მოითხოვდნენ მისგან, შემდეგ თვალებზე შეეხო.
ბრმებს მაშინვე აეხილათ თვალი და იესოს გაჰყვნენ.

Monday, April 14, 2014

                                                          მათეს სახარება (თავი 19)

   მივიდა იესო იუდეას საზღვრებში,იორდანიის გაღმა. დიდძალი ხალხი მისდევდა მას და კურნავდა მათ იესო. ამ დროს მივიდნენ მასთან ფარისევლები და კითხეს შეიძლებოდა თუ არა კაცს გაეშვა ცოლი ყოველგვარი მიზეზით. იესომ კი უპასუხა რომ არა ყოველგვარი არამედ არანაირი მიზეზით არ შეეძლო კაცს ცოლის გაშვება.როდესაც კაცი და ქალი მიატოვებს დედას და მამას და იწყებს ერთად ცხოვრებას ისინი იქცევიან ერთ ხორცად.ესეიგი ისინი აგარ არიან ორნი არიან ერთნი. მოწაფეებმა კი უთხრეს,რომ ისინი ეყრდნობოდნენ მოსეს ცნებას. იესომ უთხრა,რომ ეს ასე არ ყოფილა დასაბამიდან.რაც ნიშნავს,რომ დასაბამიდან შეიქმნა ერთი კაცი და ერთი ქალი და არა ასი ქალი.ეს სიმბოლურად იმის ნიშანია,რომ ყველა კაცს ყავს თავისი მეორე ნახევარი კაცი.  ქრისტე ამბობს რომ ერთადერთი მიზეზი რის გამოც ცოლ-ქმრის დაშორება არის შესაძლებელი ეს სიძვაა,ღალატი. მოწაფეებს ძალიან გაუკვირდათ ეს ყველაფერი რადგან ძირითადი მიზეზი რის გამოც ცოლს შორდებოდნენ იყო ის,რომ სხვა ქალი მოეწონებოდათ. იესომ კი მათ უთხრა,რომ თუ რთული იყო ამ ყოველივეს ნუ შეირთავდნენ ცოლს.ვინაიდან არიან საჭურისნი,რომელნიც თავიანთი დედის მუცლიდან იშვნეს ასეთებად,არიან საჭურისნი რომელნიც ადამიანებმა დაასაჭურისეს და არიან საჭურისნი,რომელთაც თვითონ დაისაჭურისეს თავი ცათა სასუფევლისათვის.ვისაც შეუძლია დატევა,დაიტიოს


  იესოსთან მიდიოდნენ ბავშვები რათა მისთვის შეეხოთ ხელი და ელოცათ,მოწაფეები კი აბრკოლებდნენ მათ. ხოლო იესომ უთხრა,რომ მიეცათ ამის საშუალება მათთვის რადგან სწორედ მათნაირების იყო ცათა სასუფეველი.
     
  მივიდა იესოსთან ჭაბუკი და კითხა თუ რა სიკეთე უნდა გაეკეთებინა იმსათვის რომ ცათა სასუფეველში ადგილი დაემკვიდრებინა . იესომ კი მიუგო: დაიცავი მცნებები -არა კლა,არ იმრუშო,არ იპარო,არ გამოხვიდე ცრუ მორწმუნედ. პატივი ეც მამასა და დედასა შენსა.

  ჭაბუკმა კითხა კიდევ რა  უნდა გაეკეთებინა ამას გარდა. იესომ უთხრა : წადი და დაურიგე შენი ქონება.ეს რომ მოისმინა ჭაბუკმა დაღონებული დაბრუნდა შინ,ვინაიდან დიდძალი ქონება ქონდა
იესომ კი უთხრა მოწაფეებს რომ რთული იყო მდიდარისთვის ცათა სასუფეველში ადგილის დამკვიდრება. ჭაბუკი ვერ თმობს ვერც ქონებას და ვერც ცათა სასუფეველში მოხვედრის სურვილს. მას თვით იესო ქრისტე ეუბნება რომ მასთან მივიდეს,ხოლო მას მაინც არ სურს ქონების დათმობა. ქრისტეს სიტყვები კი ნიშნავს იმას რომ ის ადამიანი ვერ მოხვდება ცათა სასუფეველში ვინც არა მდიდარია არამედ ვიც თავის ქონებაზეა  დამოკიდებული და მას სიკეთეებისათვის არ ხარჯავს.

Thursday, April 3, 2014

მათეს სახარება (თავი 18)

    მივიდნენ იესოსთან მოწაფეები და ჰკითხეს: "ვინ უფრო დიდია ცათა სასუფეველში?" იესომ დაუძახა ბავშვს, მათ შორის ჩააყენა და უთხრა: "თუ არ მოქცევით და არ იქნებით როგორც ბავშვები, ვერ შეხვალთ ცათა სასუფეველში. ამრიგად, ვინც თავს დაიმდაბლებს, როგორც ეს ბავშვი, ის იქნება უდიდეს ცათა სასუფეველში. და ვინც მიიღებს ერთ ასეთ ბავშვს ჩემი სახელით, მე მიმიღებს. ხოლო ვინც  ერთს ამ მცირეთაგანს, ვინც ჩემი სწამს, აცდუნებს, მისთვის აჯობებდა წისქვილის ქვა დაეკიდათ კისერზე და ზღვის უფსკრულში ჩაეძირათ. ვაი სოფლეს ცდუნებებისგან, ვინაიდან ცდუნებები უნდა მოვიდეს, მაგრამ ვაი იმ კაცს, ვისგანაც მოდის ცდუნება
თუ გაცდუნებს შენი ხელი ან შენი ფეხი, მოიკვეთე და გადააგდე. გიჯობს დასახიჩრებული ან კოჭლი შეხვიდე სიცოცხლეში, ვიდრე ორი ხელით და ორი ფეხით იქნე ჩაგდებული საუკუნო ცეცხლში. თუ გაცდუნებს შენი თვალი, ამოითხარე და გადააგდე. გიჯობს ცალი თვალით შეხვიდე სიცოცხლეში, ვიდრე ორი თვალი გქონდეს და ჩაგდებულ იქნე ცეცხლის გეენაში. იცოდეთ, არ უგულებელყოთ არც ერთი მცირეთაგანი. გეუნებით თქვენ, რომ მათი ანგელოზები ზეცაში სულ მუდამ ხედავენ ჩემი ზეციერი მამის სახეს. ვინაიდან კაცის ძე დაღუპულის სახსნელდ მოვიდა


   როგორ გგონიათ, კაცს რომ ასი ცხვარი ჰყავდეს და ერთ მათგანს გზა აებნეს, განა მთებში არ მიატოვებს ოთხმოცდაცხრამეტს და არ წავა გზააბნეულის მოსაძებნად? თუ მოხდება და იპოვის მას, უფრო მეტად გაიხარებს იმაზე, ვიდრე ოთხმოცდაცხრამეტძე, რომლებსაც  გზა არ აბნებიათ. ასევე არ სურს თქვენს ზეციერ მამას, რომ დაიღუპოს ერთი ამ მცირეთაგანი.

    ხოლო თუ შენი ძმა შესცოდავს შენს წინააღმდეგ, მიდი და ამხილე იგი, როცა მარტონი იქნებით, თუ გაგიგონებს, შეგიძენია შენი ძმა. ხოლო თუ არ გაგიგონებს, წაიყოლე კიდევ ერთი ან ორი სხვა, რათა ორი ან სამი მოწმის პირით დამტკიცდეს ყოველი სიტყვა. თუ არც მათ გაუგონებს, ეკლესიას უთხარი; თუ არც ეკლესიას გაუგონებს, მაშნ იყოს იგი შენთვის, როგორც წარმართი და მებაჟე. რასაც მიწაზე შეკრავთ, გახსნილი იქნება ზეცაშიც, და რასაც გახსნით მიწაზე, გახსნილი იქნება ზეცაშიც.
  "თუ ორნი შეთანხმდებიან თქვენგან დედამიწაზე, ითხოვონ ნებისმიერი რამ, მიეცემათ მათ ჩემი ძეციერი მამისაგან, რომელიც ზეცაშია. ვინაიდანსადაც ორი ან სამია შეკრებილი ჩემი სახელით, მეც იქა ვარ მათ შორის." 
   მივიდა უფალთან პეტრე და უთხრა: "უფალო! რამდენჯერ უნდა მივუტევო  ჩემს ძმას? შვიდჯერ?" იესომ კი მიუგო: "მე არ გეუბნები, შვიდჯერმეთქი, არამედ სამოცდაათგზის შვიდჯერ" ამიტო ჰგავს ცათა სასუფეველი კაცსა მეფესა, რომელმაც მოისურვა თავისი მონებისთვს ანგარიშის გასწორება
       
    როცა დაიწყო ანგარიში, წარუდგინეს მას ერთი, რომელსაც ათი ათასი ტალანტი ემართა მისი. და რაკი არაფერი გააჩნდა, რომ გადაეხადა, ბატონმა ბრძანა გაეყიდათ იგი, მისი ცოლი, შვილები და ყოველივე, რაც კი ებადა და გადაეხადა. მონა პირქე და დაემხო და ბატონს სულგრძელობისა და პატიების გამოჩენა სთხოვა, ვინაიდან არაფერი ებადა. შეეცოდა ბატონს მონა, გაუშვა და ვალიც აპატია.

     ამ მონას გამოსვლისთანავე შეხვდა თვისი თანამონა, რომელსაც მისი ასი დინარი ემართა. დაიჭირა, ყელში სწვდა და უთხრა: გადამიხადე, რაც ჩემი გმართებსო."  პირქვე დაემხო თანამონა და უთხრა: "სულგრძელი იყავ ჩემ მიმართ და ყველაფერს გადაგიხდიუო." მაგრამ მან არ ინდომა, არამედ წავიდა და ჩააგდო იგი საპყრობილეში, ვიდრე ვალს არ გადაუხდიდა. მისმა თანამონებმა, რომ ნახე შეწუხდნენ და ყველაფერი ბატონს მოახსენეს. მაშნ დაიბარა იგი მისმა ბატონმა და უთხრა: "განა არ გმართებდა შეგეწყალებინა შენი თანამონა, როგორც მე შენ შეგიწყალე?" განრისხდა ბატონი და გადასცა იგი მტანჯველებს, ვიდრე მთელს ვალს არ აგდაიხდიდა. ასე მოგექცევათ თქვენ ჩემი ძეციერი მამა, თუ ყოველი თქვენგანი გულით არ მიუტევებს თავის ძმას მის შეცოდებებს."

მღვდელმოწამე ეგნატე ღმერთშემოსილი